კლინიკური ჰემატოლოგიის ლაბორატორია აღჭურვილია სრულიად ავტომატიზირებული, უახლესი თაობის ხუთმაგი დიფერენციაციის ანალიზატორებით: Horiba Yumizen H1500, H550. ანალიზატორის შედეგების დადასტურება ხდება თანამედროვე ციფრული მიკროსკოპის Labomed LB1280 გამოყენებით. ლაბორატორიაში ფუნქციონირებს ასევე ერითროციტების დალექვის სიჩქარის განმსაზღვრელი და შარდის საერთო ანალიზის ანალიზატორები ESR3000 (SFRI, საფრანგეთი) და URISYS-100 (Roche, გერმანია).
ლაბორატორიაში ყოველდღიურად მიმდინარეობს ხარისხის შიდა კონტროლი. ხარისხის გარე კონტროლის პროგრამებში მონაწილეობა დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატებით. ყოველივე ეს კი ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგების მაღალ ხარისხზე მიუთითებს.
ჰემატოლოგიური განყოფილების წევრები:
ხელმძღვანელი თეონა ბოლქაძე
- ჯულიეტა ბაინდურაშვილი
- ნინო ნადარაია
- მირანდა მირიანაშვილი
- ნათია ლიპარტია