D ვიტამინი – ჰორმონი ბედნიერებისთვის
D ვიტამინი ადამიანის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. მისი ძირითადი ნაწილი (80%) სინთეზირდება ადამიანის კანზე ულტრაიისფერი სხივების მოქმედებით, დანარჩენი (20%) კი საკვებზე მოდის. ის, თავის მხრივ, მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტის – კალციუმის შეწოვას არეგულირებს ნაწლავის მიერ და იქმნება ჩვენი ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი ჯაჭვი.
D ვიტამინი პასუხისმგებელია ძვლოვანი სისტემის მინერალიზაციაზე, აძლიერებს იმუნიტეტს და გვიმაღლებს განწყობას. კალციუმი კი, არა მხოლოდ ძვლების, არამედ კუნთების, მათ შორის, გულის კუნთის ნორმალურ ფუნქციონირებას განსაზღვრავს.
ადამიანის ორგანიზმისთვის განსაკუთრებით აუცილებელია D ვიტამინის ორი ფორმა. D3 – რომლის წყაროც მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებაა კანზე და ვიტამინი D2, რომელიც ორგანიზმს საკვები პროდუქტებიდან მიეწოდება.
ორგანიზმში D ვიტამინის კონცენტრაციის დონე ახდენს გავლენას:
- ძვალ-სახროვანი სისტემის მინერალიზაციაზე, მის სიმყარესა და გამძლეობაზე
- რიგ იმუნურ და ავტოიმუნურ პროცესზე (მათ შორის ხშირ ავადობაზეც)
- კალციუმის, რკინის და ფოსფატისა შეწოვაზე
- თმის, ფრჩხილის, კანის სიჯანსაღეზე.

განსაკუთრებით ყურადსაღებია აღნიშნული ვიტამინის დეფიციტი მცირეწლოვნებში, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ზრდაში ჩამორჩენა, ძვლოვანი სისტემის „სირბილე“ და რაქიტი.
რა თქმა უნდა, ზრდასრულებისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია D ვიტამინის კონტროლი, რადგან ორგანიზმში მისმა ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს:
- წონის დარღვევები (განსაკუთრებით, ჭარბწონიანობა)
- ძვლოვანი სისტემის დაბალი მინერალიზაცია (სიმყიფე და მიდრეკილება მოტეხილობებისადმი)
- ნერვული სისტემის დაავადებები
- დეპრესია
- ხშირი ავადობა.
სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია სისხლში D ვიტამინის დონის პერიოდული კონტროლი, ამასთან:
- აქტიური ცხოვრების წესი
- ნახევარ-საათიანი მზის აბაზანები თბილ სეზონებზე
- ვიტამინებით მდიდარი რაციონი მთელი წლის განმავლობაში (ცილოვანი და სასარგებლო ცხიმების შემცველი პროდუქტები).
სამედიცინო ცენტრი „ციტო“ გთავაზობთ ორგანიზმში D ვიტამინის დონის განსაზღვრას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, პროფესიონალ ენდოკრინოლოგთან კონსულტაციასა და მკურნალობას.
Leave a reply